მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ უნდა დავით უსუფაშვილს ,,ხარაგაულები ბევრგან განმეორდეს'' და რატომ უნდა გადაიკეტოს...

რატომ არ უნდა დავით უსუფაშვილს ,,ხარაგაულები ბევრგან განმეორდეს” და რატომ უნდა გადაიკეტოს ადგილობრივი თვითმმართველობა ,,ქართული ოცნების” აზრით პოლიტიკური ოპონენტებისათვის

Published on

ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება ვერ მოხერხდა. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, თავმჯდომარის გადაყენებას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა. რამდენიმესაათიანი ხმაურის მიუხედავად, ინგა მაღრაძემ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა.
საკრებულოს სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ინგა მაღრაძის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის წამოწევა პოლიტიკურად მოტივირებულია.
 
რესპუბლიკელები მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე პირველ განცხადებას აკეთებენ.  
,,ვერ ხვდება ეს ხალხი, მსგავსი ქმედებებით საკუთარ თავს ვნებენ საბოლოოდ არჩევნებში.  –  აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ  დავით უსუფაშვილმა –  რაც მეტს ასეთს გააკეთებს ხელისუფლება, მეტად დაიზიანებს თავს და მეტ სარგებელს მისცემს ”რესპუბლიკელებს”.
”მაგრამ არ მინდა მე სარგებელი სახელმწიფოს და ქვეყნის დასუსტების ხარჯზე. მე არ მინდა, რომ ხარაგაულები ბევრგან განმეორდეს. მინდა ჩვენ გავძლიერდეთ. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური კონკურენციით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს. 
”ჩვენ 8 აგვისტოდან ვიმყოფებით წინასაარჩევნო ოპონირებაში. ხომ არ შეიძლება, რომ ოპონენტი პარტიული ძალა ხელმძღვანელობდეს არჩევით ორგანოს, მაშინ როდესაც ამ არჩევით ორგანოში ”რესპუბლიკელები” უმცირესობაში იმყოფებიან? თუ ამ საკითხის განხილვა ახლიდან მოხდება, ეს დემოკრატიული პროცესია, მაგრამ გასაკვირი და პოლიტიკურად ანგარიჟებული რატომ უნდა დაუძახო იმ ვითარებას, როდესაც ორი პოლიტიკური ძალა ცდილობს თავისი წარმომადგენელი გაიყვანოს თავმჯდომარედ?”, – აღნიშნა ვოლსკიმ. 
 
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...