მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური პარტიები პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესის შეცვლას მოითხოვენ

ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესის შეცვლას მოითხოვენ

Published on

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გენერალური აუდიტორის მიერ 2016 წლის 5 მაისს გამოცემული ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ. ახალი რეგულაცია პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესს არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია რეკლამის შესყიდვა წინასწარი ანგარიშსწორების გზით განახორციელოს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეგულაცია პოლიტიკური პარტიებისთვის დამატებითი ბარიერია და ის საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ერთობლივ განცხადებას 17 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს, ისინი სამართლებრივი დავის დაწყებასაც გეგმავენ.
 
“ყველა საარჩევნო სუბიექტი ვალდებული ხდება, რომ ყველა ტიპის რეკლამა, ეს იქნება სატელევიზიო, საგაზეთო, გარე რეკლამა თუ ასე შემდეგ, უნდა დააფინანსოს ანუ რეკლამის საფასური უნდა გადაიხადოს, სრულად და დასაწყისშივე. ეს იმას ნიშნავს, რომ აგვისტოში უნდა გადაიხადო ოქტომბრის რეკლამის ფული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც დიდი ფული არ უდევს, ის რეალურად რეკლამას ვერ აიღებს და ვერ განათავსებს,“ – განაცხადა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ. 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...