მთავარისიახლეებიმსოფლიოხუმრობა ხუმრობაში ნორვეგია ფინეთს მოსაზღვრე მთის ერთ-ერთ მწვერვალს ჩუქნის, ფინელები...

ხუმრობა ხუმრობაში ნორვეგია ფინეთს მოსაზღვრე მთის ერთ-ერთ მწვერვალს ჩუქნის, ფინელები ამბობენ, რომ ამას ერთი ნავთობის ჭაბურღილი ერჩიათ

Published on

ნორვეგიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ფინეთისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, მოსაზღვრე მთის ჩუქების საკითხს განიხილავს.
"დარჩენილია რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტა, მალე საბოლოოდ შევთანხმდებით. მე ჯერ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია", – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ერნა სოლბერგმა.
საუბარია ჰალტის მთების ერთ-ერთ მთა ჰალდიტსოჰკკაზე, რომელიც ზღვის დონიდან 1324 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ფინეთის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია (ჰალტის მთები ფინეთისა და ნორვეგიის საზღვარზე მდებარეობს).
 
ტელეკომპანია NRK-ს განმარტებით კი, მთის ჩუქება, უბრალოდ, ფორმალობაა, რადგან თუ საკითხს გეოფიზიკურად განვიხილავთ, ჰალტის მთებს ორი მწვერვალი აქვს, საიდანაც ერთი ნორვეგიულია, მეორე კი ფინური. ნორვეგია კი ფინეთს სწორედ იმ მწვერვალს ჩუქნის, რომელიც ფინეთისაა, თუმცა, ამჟამად ნორვეგიის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მთის ჩუქების კამპანია სოციალური ქსელის მომხმარებლებმა წამოიწყეს. აქტივისტების წინადადებას ,,მოდით ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ ფინეთი''  რამდენიმე საათში  4 ათასი ნორვეგიელი ფეისბუქ მომხმარებელი გამოეხმაურა: ,,ვაჩუქოთ მთა ფინეთს''. პენსიონერი ბიორნ არისონი, რომელიც ადრე ნორვეგიის კარტოგრაფიულ სამასახურში მუშაობდა, ამბობს, რომ მას ეს იდეა  მას 1972 წლს გაუჩნდა გაუჩნდა, როცა პეტერბურგისკენ მიმავალმა თვითმფრინავით გადაუარა მთას და  და ეჭვობს, რომ კამპანია მისმა შვილმა წამოიწყო.  – .ეს არ იქნება დიდი დანაკარგი ნორვეგიისათვის, ფინეთს კი ასეთი საჩუქარი ათასი წელი ემახსოვრება. 
მთავრობის გადაწყვეტილებას კრიტიკოსებიც გაუჩნდა – ,, რა აუვა ამდენ ქაღალდს- ხუმრობს ერთერთი მათგანი- ახლა მოგვიწევს მისხალ- მისხალ აღვწეროთ მწვერვალიდან დაგორებული ქვებიც კი, რომ არაფერი ვთქვათ მელიებზე და მგლებზე" .
ხუმრობაში ნორვეგიელებს არც ფინელები ჩამორჩნენ – საჩუქარი მოგვწონს, მაგრამ იქნებ მის ნაცვლად ერთი ნავთობის ჭაბურღილი გეჩუქებინათ?- უთვლიან ისინი ნორვეგიელებს  
 
 


 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...