მთავარისიახლეებისამართალიგიორგი პაპუაშვილი კოლეგების ბრალდებებს პასუხობს: ,,სამართალწარმოება უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ...

გიორგი პაპუაშვილი კოლეგების ბრალდებებს პასუხობს: ,,სამართალწარმოება უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციას და არა პროკურატურის, სუს-ის, ფინანსური პოლიციის ან ვიღაცის ხუშტურებს”

Published on

“ ძალიან სამწუხაროა, რომ 20 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის პერიოდში პირველად მოხდა, რომ შიდა პროცედურული სამართალწარმოების საკითხები, რაც ჩვეულებრივი დისკუსიისა და მსჯელობის საგანია ხოლმე სასამართლოში, გამოვიდა სეპარატისტული განცხადების სახით, მე ამას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი.   ვფიქრობ, რომ ამ გაუგებრობას ერთობლივად აღმოვფხვრით და საკონსტიტუციო სასამართლო თავის მოვალეობებს გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში. "- ასე გამოეხმაურა  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლის განცხადებას.
 
შეგახსენებთ, გუშინ გაკეთებულ განცხადებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული საქმეების, კერძოდ   გიგი უგულავას/კაბელებისა და რუსთავი 2-ის საქმეების  განხილვის დაჩქარებაში ადანაშაულებენ
მოსამართლეების განცხადებით, "დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეეზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი,''
როგორც 5 მოსამართლე თვლის, გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლაზე განცხადების შემდეგ, საჭიროა, ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და საქმეების განხილვა მას შემდეგ გააგრძელონ, რაც გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან პაპუაშვილის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა, მათი თქმით, გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.
 
გიორგი პაპუაშვილის თქმით, 5 მოსამართლის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას არ შეაფერხებს. რაც შეეხება ბრალდებას საქმეების დაჩქარებაში, იგი აცხადებს:  " ჩვენი სამართალწარმოება უნდა იყოს დაქვემდებარებული მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციაზე და არა პროკურატურის, სუს-ის, ფინანსური პოლიციის ან ვიღაცის ხუშტურების, პროცედურებსა თუ ვადებზე.''

სიახლეები

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...

ნიდერლანდების პარლამენტში საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს

ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო კომიტეტზე საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს - ნიდერლანდელი დეპუტატები უსმენენ სამ...

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....