მთავარისიახლეებიმსოფლიოერევანში დემონსტრაციის დარბევისას 60 - მდე ადამიანი დაშავდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ...

ერევანში დემონსტრაციის დარბევისას 60 – მდე ადამიანი დაშავდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია სამართალდამცველი

Published on

წუხელ ერევანში ხელისუფლებამ დაარბია პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერთა მშვიდობიანი დემონსტრაცია. დემონსტრანტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ძალოვანთა  ქმედებებს, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 
 
 „ბიბისი“  სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის უფროსის აშოტ აღარონიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით  იტყობინება,  რომ  აქტივისტების ნაწილმა განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა. ამ დროს შენობაში გამაგრებული ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიჭრა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 სამართალდამცველი.
დარბევისასდემონსტრანტების მხრიდან  სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სამოცამდე ადამიანმა – ამ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
 
ერევანში მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებიან. ისინი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
 

სიახლეები

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...