მთავარისიახლეებიმსოფლიო„ვინ ხარ შენ? იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ!''– ერდოღანი ამერიკელ...

„ვინ ხარ შენ? იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ!”– ერდოღანი ამერიკელ გენერალს გადატრიალებასთან კავშირში ადანაშაულებს

Published on

„ბიბისი“ –ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალური ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა. 
 
ერდოღანი მოთმინებიდან გამოიყვანა იმან, რომ ვოტელმა  თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა.
„ვინ ხარ შენ? იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ! იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაუხადო ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული გზით ჩაახშო აჯანყება, მისი ორგანიზატორების მხარეს იკავებ“, – მიმართა ერდოღანმა ამერიკელ გენერალს. 
 
აღნიშნულ ბრალდებას ჯოზეფ ვოტელი უკვე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მას სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
„ნებისმიერი ინფორმაცია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მქონდა რაიმე კავშირი, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...