მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ქველმოქმედი“ ბიძინა ივანიშვილი ელიტის მოსყიდვისათვის გაღებულ თანხებს უკან იღებს, მათ შორის დევნილების...

,,ქველმოქმედი“ ბიძინა ივანიშვილი ელიტის მოსყიდვისათვის გაღებულ თანხებს უკან იღებს, მათ შორის დევნილების ხარჯზე

Published on

საზოგადოებაში აქტიურად განიხილება დევნილებისათვის განკუთვნილი საცხოვრისის მშენებლობაში და ბინების განაწილებაში არსებული მწვავე დარღვევების საკითხები. ყოფილი მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ დევნილებისათვის განკუთვნილი საცხოვრისის მშენებლობაში ყაჩაღური კორუფციის ფაქტების სესახებ ეს საკიტხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ,,აფხაზთა კრების" ხელმზრვანელი მალხაზ პატარაია აცხადებს, კორუფციის ფაქტებზე  პირველად ხმამაღლა საუბარი აფხაზთა კრებამ დაიწყო. ,,მაშინ საქმე ეხებოდა უკრაინელ სეპარატისტებთან დაკავშირებული სამშენებლო ფირმის მიერ დაუმთავრებელ და გავერანებულ ობიექტებზე, რომლის ტენდერები სწორედ ბ-ნი დავით დარახველიძის მინისტრობის დროს ჩატარდა და კარგი იქნებოდა მას ამაზეც ეთქვა ბოლოდროინდელ განცხადებებში. ეხლა კიდევ ჩინური კომპანიისათვის გადახდილი ზედმეტი მილიონები დევნილების სახელით.
ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, ამ პირამიდის სათავედ დარახველიძე ან თუნდაც ღარიბაშვილი დაიჯერო. ეს ტრანზაქციები შუშის სასახლის გარეშე არ მოხდებოდა. ,,ქველმოქმედი“ ელიტის მოსყიდვისათვის გაღებულ თანხებს უკან იღებს, მათ შორის დევნილების ხარჯზე, და ვერავითარი პროკურატურა ამას ვერ გამოიძიებს, სანამ სოლოლაკიდან გვმართავს. ბოლოს კიდევ ძირამდე დაანგრევს სახელმწიფოს და ყველაფერი ხახვივით შერჩება.
პოლიტიკოსების გულარხეინობა კი მაკვირვებს. გამოკითხვიდან გამოკითხვამდე გვეუბნებიან, რომ რუსები გვიგებენ არჩევნებს. სპეციალურადაც კი გვაფრთხილებენ მაღალი უცხოური ტრიბუნებიდან, არჩევნების შედეგად შეიძლება საფრთხე შეექმნას დასავლურ ორიენტაციასო. ჩვენ კი საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით, არც მონდომება ჩანს და არც მობილიზაცია 2 თვეში რაიმე კარდინალურად შეიცვალოს.
შეხედეთ რამდენი კრემლოიდია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტად და რამდენი კიდევ აპირებს. გაუხსენით საზოგადო და მედია სივრცეები ორგანიზებულ და არაორგანიზებულ პატრიოტულ ძალებს. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ სოციალური საკითხებით. ეს ძალიან სახიფათოა და ამის მწარე გამოცდილება გვაქვს. ნუ გეშინიათ, თამამად ესაუბრეთ ხალხს ქვეყნის ბედზე, მტერსა და მოყვარეზე, ბრძოლასა და გამარჯვებაზე.არადა, ისტორია ასეთ შანსს ხშირად არ იძლევა.'' – აცხადებს მალხაზ პატარაია.
 
შეგახსენებთ, გუშინ ქართული ოცნების გუნდის ყოფილმა წევრმა და დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ორი წლის დუმილის შემდეგ გააკეთა განცხადება  თანამდებობიდან თავის გადადგომის რეალურ მიზეზზე . მისი განცხადებით, დევნილებისთვის ბინების მშენებლობა  მიმდინარეობდა კორუფციული გარიგებების ფონზე, რომლის უკან .ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკური საბჭოს ყოფილი მდივანი რომან ჩხენკელი იდგნენ. მე ამაზე ვერ წავედი და გადადგომა ვარჩიე – განაცხადა მან, რაც შეეხება სოზარ სუბარს, რომელმაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა,  სამინისტროს ხელმძღვანელად სწორედ იმ მოტივით შეარჩიეს, რომ ის სახელმწიფოსთვის წამგებიან ყველა პირობას დათანხმდა. 
 
 

სიახლეები

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...

ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. "3 თებერვალს...