მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლება უპასუხისმგებლოდ ექცევა სტიქიით დაზარალებულებს

ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ ექცევა სტიქიით დაზარალებულებს

Published on

 თბილისის საკრებულოს  დღეს დაგეგმილი სხდომა, რომელზედაც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებაზე  უნდა ემსჯელათ, გადაიდო. 

როგორც საკრებულოში მედიისათვის  განმარტავენ,  ამის  მიზეზია ის, რომ  მერიამ  არ წარმოადგინა სათანადო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც უნდა შედგეს 

დაზარალებულთა დახმარებისთვის აკუმულირებული 25 მილიონის ათვისების გეგმა.

 დავით ნარმანიას  კომენტარი ამ ფაქტზე ამოიწურა განცხადებით, რომ „დოკუმენტი მზად არის და მაგიდაზე დევს,“  შესაბამისად,  გაურკვეველია, რამ შეუშალა ხელი  დოკუმენტაციის გადანაცვლებას მერის მაგიდიდან საკრებულოს პორტფელში, უცნობია, აგრეთვე,  კიდევ რა დრო დასჭირდება ამ გზის გავლას მერიიდან საკრებულომდე და როდის შემუშავდება პრინციპები, რომელთა მიხედვით უნდა მოხდეს თანხების გადანაწილება. 

 ოპოზიცია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით,  ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა და ყოველი დაგვიანებული დღე სტიქიით დაზარალებულთათვის გართულებულ ცხოვრებას ნიშნავს.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...