მთავარისიახლეებისპორტივინ არის ევროპის ჩემპიონი ჩოგბურთში გოგონათა შორის ამინა ანშბა და რა როლი...

ვინ არის ევროპის ჩემპიონი ჩოგბურთში გოგონათა შორის ამინა ანშბა და რა როლი შეასრულა მის ცხოვრებაში ალექსანდრე მეტრეველმა

Published on

აფხაზი ჩოგბურთელი ამინა ანშბა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საჩოგბურთო სკოლის წარმომადგენლის სახელით ასპარეზობს,  18 წლამდე ასაკის გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი შვეიცარიაში, კლოსტერსში ჩატარდა. 
ეს არ არის მისი პირველი გამარჯვება, 2013 წლიდან იგი მონაწილეობს ITF კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირებში, 15 წლის ასაკში ზედიზედ მოიგო  გამარჯვებულის ტიტული სლოვაკეთსა და ესპანეთში ჩატარებულ სათასო ტურნირებზე და თავისი ასაკის გოგონათა შორის და  ევროპის პირველ და მეორე ჩოგნად არის აღიარებული. 
გოგონამ ჩოგანი პირველად ოთხი წლისამ  აიღო ხელში, ხუთი წლის ასაკში მისი თამაში  მამის მეგობარმა სახელოვანმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ნახა და მყისვე ურჩია მას ცნობილი საჩოგბურთო მწვრთნელისთვის ლარისა პრეობრაჟენსკაიასათვის მიებარებინა ბავშვი. პრეობრეაჟენსკაიას, რომელიც საუკეთესო მწვრთნელად არის აღიარებული ბავშვთა ჩოგბურთში ( საკმარისია ითქვას, რომ მის ხელში გაიზარდა ანა კურნიკოვა), ამ დროისათვის აღარ აჰყავდა მცირე ასაკის ბავშვები, მაგრამ ამინასათვის გამონაკლისი დაუშვა და ოთხი წლის მანძილზე ინდივიდუალურად წვრთნიდა მას. ასე დაიწყო მისი პატარა წარმატებებიც, იგი შენიშნეს და კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ სხვა სპეციალისტებიც. 
ამინამ 9 წლის ასაკში მამა დაკარგა, იგი ტრაგიკულად დაიღუპა, და თუმცა ეს ძალიან დიდი ტრავმა იყო მოზარდისათვის, შეძლო ტკივილს გამკლავებოდა და ბეჯითად განეგრძო ვარჯიშები, რადგან ეს მამამისის ოცნება და სურვილი იყო და თავად გოგონასაც ვეღარ წარმოედგინა თავისი ცხოვრება ჩოგბურთის გარეშე. 
დღეს ამინას, რომელსაც ანას სახელით იხსენიებენ რუსეთში,  55 – ე ადგილი უჭირავს იუნიორთა მსოფლიო რეიტინგში და 691 – ე მოზრდილთა რეიტინგში ( 1300 ჩოგბურთელს შორის). იგი რუსეთის საჩოგბურთო ნაკრების წევრია, ცხოვრობს და იწვრთნება მოსკოვში.
 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...