მთავარისიახლეებიმსოფლიოსომეხი აქტივისტების პასუხი ერევნის პოლიციის მუქარაზე

სომეხი აქტივისტების პასუხი ერევნის პოლიციის მუქარაზე

Published on

სომხეთში მიმდინარე მოვლენების ერთერთი ორგანიზატორის –  სამოქალაქო ინიციატივა ,, არა – ძარცვას" აქტივისტები აცხადებენ, რომ განზრახული აქვთ გადავიდნენ სამოქალაქო უფლებების დაცვისათვის ბრძოლის  ახალ ფორმატზე  – ამის შესახებ დღეს განაცხადა მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა არტურ ქოჩარიანმა.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ შეიქმნება იურისტებისა და ეკონომისტების ჯგუფები, რომელნიც ბრძოლას მოედნებიდან საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებში გადაიტანენ, თუმცა ქუჩის საპროტესტო აქციები კვლავაც გაგრძელდება. 

,,ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე და გავაფართოებთ მის მასშტაბებს, გვექნებაფართო  საზოგადოებრივი განხილვები. ბრძოლის ეს ახალი ფორმატი ქუჩის დემონსტრაციებთან ერთად იქნება ჩვენი პასუხი სომხეთის ხელისუფლების მოწოდებაზე დავიშალოთ'' – განაცხადა მან.

წუხელ ერევნის პოლიციამ მოუწოდა ერევნის ცენტრალურ მოედანზე დაბანაკებულ აქტივისტებს  გაათავისუფლონ ტერიტორია და აწინააღმდეგ შემთხვევაში მათ ძალის გამოყენებით დაემუქრა. 

 

.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

მოკლული მასწავლებლსი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას...

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა...

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...