მთავარისიახლეებიკონფლიქტებივითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგაშოა - საკითხი ამბასადორიალზე განიხილეს

ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგაშოა – საკითხი ამბასადორიალზე განიხილეს

Published on

 დღეს ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხებზე  იმსჯელეს.
დიპლომატებმა  პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ვოლსკის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ქეთევან ციხელაშვილს და სუს-ის უფროსის მოადგილეს ლევან იზორიას მოუსმინეს.
 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ ამ საკითხისადმი დიპლომატების ყურადღება მეტად მნიშვნელოვანია რამდენადაც , ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათ მიმდებარე რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია საგანგაშოა და მეტი ყურადღება არის საჭირო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმისათვის, რომ ელემენტარული ადამიანის უფლებები დაცული იყოს.
 
მან პოზიტიურად შეაფასა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა, რომლის ფარგლებშიც მომავალი კვირის განმავლობაში მესამე შეხვედრა გაიმართება. ,,ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა გადადგა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ვისაუბრეთ არსებულ მექანიზმებზე, კერძოდ, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ მართალია, ჟენევის მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ უგულვებელყოფილია მთავარი საკითხები, როგორიცაა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილთა დაბრუნების საკითხები, თუმცაღა ბოლო პერიოდში იყო გარკვეული პოზიტიური განვითარებები. რაუნდები უფრო დინამიკურად მიმდინარეობს, ადგილი არა აქვს ინტენსიურ ჩავარდნებს, საფრთხე არ ემუქრება ფორმატს“, – განაცხადა დონდუამ. 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...