მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ მინისტრი არტურ მიქვაბია გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ მინისტრი არტურ მიქვაბია გადადგა

Published on

თანამდებობიდან გადადგა ცვლილებებია ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ.  პრემიერმინისტრი არტურ მიქვაბია. მისი მოვალეობების შემსრულებლად კი პირველი მოადგილე შამილ აძიმბა დაინიშნა – საქმიანობას საოკუპაციო რეჟიმის მინისტრები დროებით ძველი შემადგენლობით განაგრძობენ.
მიქვაბიას გადადგომა სავსებით მოსალოდნელი იყო, რამდენადაც უკანასკნელ თვეებში აფხაზეთში შექმნილი ვითარება თავისი არსით  პოლიტიკურ კრიზისს წარმოადგენდა. – ხაჯიმბამ რეფერენდუმი ფაქტობრივად ჩაშალა, რასაც წინ უძღოდა  ოპოზიციის მკვეთრი განცხადებები, ქუჩის აქციები და მასობრივი არეულობები,  შს სამინისტროს შენობის აღების მცდელობის ჩათვლით.
აფხაზი და რუსი ექსპერტების შეფასებით, ეს უკანასკნელი იყო ერთგვარი ფალსტარტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებში, რადგან ოპოზიციამ, რომელიც მანამდე დაბეჯითებით ითხოვდა რეფერენდუმის ჩატარებას ხაჯიმბასადმი ნდობის საკითხზე, დაკარგა გამარჯვების იმედი და შს სამინისტროს შენობაში შეჭრაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა – ასეთი იყო შედეგი, რომელიც მოყვა ხაჯიმბას მიერ რეფერენდუმის მისთვის სასიკეთოდ დასრულების მიზნით განხორციელებულ ზეწოლას მოსახლეობაზე.
პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ საუბრები შარშანდლიდან დაიწყო, ოპოზიცია და მოსახლეობის დიდი ნაწილი  პირველ რიგში მას ადანაშაულებდა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესებაში და უუნარობაში ოდნავ მაინც შეეცვალა რამე. 
მიქვაბია  არათუ ოპოზიციას, თვით ხელისუფლებასთან ასოცირებულ და დაახლოებულ პოლიტიკურ წრეებშიც დიდად არ ეხატებოდა გულზე. პრემიერი არ მოსწონდათ მისი გახმაურებული საეჭვო კავშირებისთვის ადგილობრივ ბიზნესთან და ჩრდილოვან, პოლიტიზირებულ საზოგადოებრივ წრეებთან. მესამეც, რაულ ხაჯიმბას რაღაც მაინც უნდა გაეკეთებინა პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაწყნარებისათვის და განტევების ვაციც იპოვა.
მნიშვნელოვანი ბრალდება, რომელსაც მიქვაბიას უყენებდნენ, იყო ისიც, რომ მან თავი ვერ გაართვა პასპორტიზაციის პროცესის დროულად დაწყებასა და წარმართვას მთელ აფხაზეთში და მათ შორის გალის რაიონში, ვერაფერს გახდა კორუფციის პრობლემასთან ბრძოლაში,  ქაღალდზე დარჩა არაერთი  დადგენილება, რომელიც დიდი ხმაურიტა და იმედებით მიიღო პარლამენტმა. 
ბოლო თვეებში ოპოზიციამ რამდენჯერმე სცადა პრემიერისადმი ნდობის საკითხის დაყენება , ბოლო ასეთი მცდელობა იყო 20 ივლისს და აი, 26 ივლისს მიქვაბია წერს განცხადებას გადაგომის შესახებ, თუმცა უარყოფს ყველა ბრალდებას, რასაც ოპოზიცია უყენებს. ხაჯიმბამ აღარ ისურვა დროის გაწელვა და გადაგომის შესახებ თხოვნა დაუყოვნებლივ დაააკმაყოფილა.
ექსპერტები დაბეჯითებით ამბობენ, რომ პრემიერის გადაგომა  ვერაფერს შეცვლის არსებულ პოლიტიკურ სიტიაციაში – მიქვაბია მხოლოდ ფორმალურად იყო პასუხისმგებელი ხელისუფლების პოლიტიკისთვის, არ წარმოადგენდა საკვანძო ფიგურას და უბრალოდ ხელს აწერდა გადაწყვეტილ;ებებს, რომლებიც სულ სხვაგან იწერებოდა. ამდენად, პრემიერის წასვლა პოსტიდან , ხოლო მანამდე შს მინისტრის ლეონიდ ძიაფშბას გადადგომაც არის პოლიტიკური თამაში, რომელიც ხაჯიმბას სჭირდება სიტუაციის ჩაწყნარებისთვი, ეს   ერთგვარი კომპრომისია ოპოზიციასთან, რომ ,,ტურისტული სეზონის პერიოდში არ მოხდეს ისედაც მყიფე სტაბილურობის ტორპედირება’’ – ამბობს  მოსკოველი ექსპერტი ვადიმ მუხანოვი.
 

სიახლეები

პუტინი არის მტაცებელი, კაციჭამია ჩვენს კარიბჭესთან, არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები-მაკრონი

2007-2008 წლებიდან მოყოლებული პრეზიდენტი პუტინი იშვიათად ასრულებდა ვალდებულებებს. ის მუდმივად იყო დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა...

ტრამპი- [რუსებმა] ყირიმი წაიღეს ობამას დროს, საქართველოს ნაწილი – ბუშის, ჩემ დროს არაფერი

როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ , უბრალოდ დათმეთ. არ იქნება...

51 დეპუტატი- თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, ევროსაბჭოდან მის გაძევებას მოვითხოვთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი წერილობით დეკლარაციას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ თუ საქართველო კურსს...

კობახიძე რიჟვაძეზე-პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, ტელეფონი არ აქვს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან...