მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძის პარტია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

პაატა ბურჭულაძის პარტია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

Published on

„პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ზეწოლის მსხვერპლი ამჯერად ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი სოსო ჩიტორელიძე გახდა. თავად სოსო ჩიტორელიძის განმარტებით, ის ,,ქართული ოცნების“ ოფისში სამსახურეობრივი საკითხების განსახილველად დაიბარეს, რეალურად კი შეხვედრას ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანში გიორგი ლილუაშვილი, გამგებელი ზაზა ხურციძე, გამგებლის მოადგილე ლაშა გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ესწრებოდნენ. პარტიის ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას დეპუტატმა გელა ვარდოსანიძემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სოსო ჩიტორელიძე და მისი ოჯახი ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერია, რის შემდეგაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოთახიდან გააძევეს. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი დღეს ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ ვანის რაიონულ ოფისში გამართა. ხათუნა ლაგაზიძე დღესვე ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრას შეეცადა, თუმცა, როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ზაზა ხურციძემ, რომელიც კაბინეტში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...