მთავარისიახლეებისაზოგადოებაქარიშხალი და სეტყვა გურჯაანში - განადგურებულია მოსავალი და დანგრეულია ფერმები

ქარიშხალი და სეტყვა გურჯაანში – განადგურებულია მოსავალი და დანგრეულია ფერმები

Published on

ძლიერმა ქარიშხალმა და სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფელი კარდენახი დააზარალა.სტიქიის შედეგად დაზიანდა ბოსტნეულის ნარგავები. სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ათეულობით ჰექტარზე მოყვანილი საზამთროს ბაღები. ძლიერი ქარიშხლის გამო, დაინგრა ადგილობრივების კუთვნილი საქონლის ფერმები.კარდენახელები ხელისუფლებას ბანკიდან აღებული სესხების გადავადებაში დახმარებას სთხოვენ.სტიქიის შემსწავლელი კომისია სოფელში ამ დრომდე არ ჩასულა.გურჯაანში კი ძლიერმა ქარმა ადმინისტრაციულ შენობას სახურავი გადახადა. 70 კვადრატულ მეტრამდე თუნუქის დემონტაჟისთვის სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა შეასრულეს.გურჯაანის გამგებლის ინფორმაციით, გადახდილი სახურავი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საფრთხეს ქმნიდა. მისივე თქმით, სახურავის ნარჩენების გატანა და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...