მთავარისიახლეებიპოლიტიკაიუსტიციის მინისტრი პრემიერის ინიციატივას ეხმაურება: მე წინააღმდეგი არ ვიქნები, უბრალოდ ...

იუსტიციის მინისტრი პრემიერის ინიციატივას ეხმაურება: მე წინააღმდეგი არ ვიქნები, უბრალოდ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა არა გვაქვს

Published on

,,მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში  –  ქართული სახელმწიფო სწორედ ჩვენს სარწმუნოებასა და ოჯახის ინსტიტუტზე დგას''.

პოლიტიკური ოპოზიცია პრემიერის განცხადებას კონსტუტუციაში მსგავსი ჩანაწერის აუცილებლობის შესახებ პოპულისტურს უწოდებს.

არც თუ დიდი ენთუზიაზმით  ეხმაურება პრემიერის ამ  ინიციატივას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც : ,,სამოქალაქო კანონმდებლობაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა,  თუკი პრემიერის სურვილია, რომ ეს საკონსტიტუციო რანგში ავიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, უბრალოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ არ გვაქვს… ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ქვეყანაში კანონები ამ საკითხზე, თუ რა იგულისხმება ოჯახში, უნდა იყოს თუ არა ერთსქესიანი ქორწინება, დგინდება იმის მიხედვით, როგორია საზოგადოებრივი კონსენსუსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ჩანს, ამ თემაზე კონსენსუსი არსებობდა, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და ეს მისაღებია იმ საზოგადოებისთვის. ვიდრე აქართველოში ეს კონსენსუსი არ არსებობს, ვერც ერთი ხელისუფლება, მათ შორის ჩვენი, ვერ გადადგამს რაიმე ტიპის ნაბიჯს, რომ შეცვალოს ეს კანონი. დღეს რაც არის კანონი, რომ ქალი და მამაკაცი ქმნის ოჯახს, ასეთადვე დარჩება ის საქართველოში, რადგან საქართველოს აზოგადოება სწორედ ასეთად მოიაზრებს ოჯახს ჩვენს ქვეყანაში.'' 

 

შეგახსენებთ, რომ ქართულ პოლიტიკურ წრეებსა და ფართო საზოგადოებაში ამ  საკითხის გარშემო დისკუსიის განახლება მოჰყვა აშშ– ს მიერ  ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ქვეყნის ყველა შტატში 

სიახლეები

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო. საუბარია სამი მილიარდ ორას მილიონ...

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლესაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 25...

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...