მთავარისიახლეებისპორტიუეფა –ს სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

უეფა –ს სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

Published on

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, biletebi.ge-ზე შექმნილი  ყველა ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია და უეფა-ს სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთის შეძენა ხვალ, დილის 09:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.  

biletebi.ge-ის ტექნიკური დირექტორის გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, კომპანია ბილეთების გაყიდვისთვის მზად არის. 

"საიტზე ერთი წუთის განმავლობაში 50 ადამიანის შესვლა იქნება შესაძლებელი.    საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება", – თქვა ჩხიკვიშვილმა. მისივე თქმით, შექმნილი პრობლემების გამო UEFA-ს კომპანიისთვის არანაირი სანქცია არ დაუწესებია.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

 

 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...