მთავარისიახლეებიეკონომიკაპარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს „ეროვნული ბანკის შესახებ“

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს „ეროვნული ბანკის შესახებ“

Published on

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს „ეროვნული ბანკის შესახებ“. 
78 დეპუტატი ერთის წინააღმდეგ – ასეთია  შედეგები კენჭისყრისა, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრო.

ცნობილია, რომ„ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ არსებულ ვერსიას, რომელიც მათი შეფასებით  ანტიკონსტიტუციურია. 

„არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც ერთ ჩვენს მეგობარს, რომელსაც სურს, რომ ეროვნული ბანკის  სფერო იყოს დამოუკიდებელი და მყარი, არ მოსწონს ეს ცვლილებები. მიაჩნიათ, რომ ეს არის პოლიტიზაცია და მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები დააზიანებს საბანკო სექტორს. პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის ეს კანონი. ჩვენთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს. საერთოდ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, გავაგრძელოთ ამ თემაზე დებატები,“ – განაცხადა გუშინ ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა.
საუბარია საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს შემოღებაზე, რომელსაც შვიდკაციანი საბჭო ეყოლება.
კანონის ავტორი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, კი ამბობს, რომ მმართველ გუნდს არანაირი პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია.„გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის  ისეთი სახით მართვას, რომელიც გამორიცხავს ამ სისტემის ყოველგვარ პოლიტიზირებას ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში,“ – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები . სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს   წერილით მიმართეს  კრიტიკული შინაარსის  წერილით, რომელშიც იმ რისკებზეა საუბარი,  რომელიც ინიციატივის ამოქმედებას უკავშირდება. „პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედება დაასუსტებს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის ხარისხსა და დამოუკიდებლობას. ახალი საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს შემოთავაზებულ სტრუქტურას შესაძლოა მოჰყვეს არაადეკვატური დამოკიდებლობა…“, – ნათქვამია წერილში.

ეროვნულ ბანკში  მიაჩნიათ, რომ ახალი ცვლილებების ამოქმედება ცენტრალური ბანკის პოლიტიზირებას გამოიწვევს.

უკვე ცნობილია ქვეყნის პირველი პირის გიორგი მარგველაშვილის  პოზიცია- იგი არ იწონებს შემოთავაზებულ ცვლილებებს და  მიღების შემთხვევაში  კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს. უმრავლესობა კი ვეტოს დასაძლევად ემზადება.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...