მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთში შეთქმულების 8 სავარაუდო მონაწილემ საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

თურქეთში შეთქმულების 8 სავარაუდო მონაწილემ საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

Published on

სამხედრო გადატრიალების მონაწილეები თურქეთის დატოვებას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეთქმულების 8 სავარაუდო მონაწილე სამხედრო ვერტმფრენით საბერძნეთში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საბერძნეთის პოლიციამ დააკავა.შეთქმულების ორგანიზატორებისა და მონაწილეების ქვეყნიდან გაქცევის აღსაკვეთად თურქეთის ხელისუფლებამ საზღვრებზე და აეროპორტებში კონტროლი გაამკაცრა.შეტყობინებაში, რომელიც მესაზღვრეებს გადაეგზავნათ, ფეტულა გიულის ორგანიზაციის წევრების სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, რომლებიც შეთქმულებაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ვინაობა ჩხრეკების შედეგად ამოღებული მასალებით დადგინდა.ანკარაში დარწმუნებულები არიან, რომ სამხედრო გადატრიალება ამერიკაში მცხოვრები კლერიკის,ფეტულა გიულენის, ორგანიზაციამ დაგეგმა, რომელსაც "პარალელურ სახელმწიფოს" უწოდებენ. თავად გიულენი შეთქმულებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს
 
რუსთავი2

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...