მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმშვენიერი ელენე - ირინა დოჩიას როლი სოხუმის არეულობებში

მშვენიერი ელენე – ირინა დოჩიას როლი სოხუმის არეულობებში

Published on

აფხაზური მედიის ცნობით, ამ დრომდე არ არის დადგენილი სად და ვის ხელშია 3 ივლისს გატაცებული ირინა დოჩია – გატაცების ფაქტის გამოძიებას სოხუმის პროკურატურა აწარმოებს.
,, არსებობს რამდენიმე სამუშაო ვერსია, თუმცა ამ ვერსიებს  და  გამოძიების დეტალებს, დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავახმაურებთ – აცხადებს სოხუმის დე- ფაქტო პროკურორი რუსლან თირქბა .
შეგახსენებთ, ირინა დოჩია აფხაზეთის პოლიტიკურ სპექტრში ერთერთი უძლიერესი პარტიის ,,ედიანაია აბხაზიას’’ პოლიტსაბჭოს მდივანია, იგი სამ ივლისს, ღამის 23 საათზე გაიტაცეს უცნობმა პირებმა სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან . ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისკენ იშვერენ ხელებს და აცხადებენ, რომ მისი გატაცება მოწინააღმდეგე მხარეს მოახლოებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში ტემპერატურის აწევისთვის სჭირდებოდა. მართლაც, ირინა დოჩიას გატაცებამ გარკვეული როლი შეასრულა 5 ივლისის მღელვარებაში, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ოპოზიციის ხელში ხელისუფლების   პროვოკაციულ ქმედებებში   დადანაშაულებისათვის და პირიქით. 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ მოქილიკე ხმებით არ გამოირიცხება სხვა, ყივჩაღისპაემნური  ვერსიაც – ,,აქეთ მე ვკვდები, იქით ის, ქალი წავიდა სხვისასა'' .
რეფერენდუმის საკითხი ამოიწურა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ირინა დოჩიას კვალს კი ვერც სამართალდამცავმა უწყებებმა და ვერც ახლობლებმა ჯერაც ვერ მიაგნეს. ირინა დოჩია 35 წლისაა, პროფესიით იურისტი, განათლება რუსეთში აქვს მიღებული, სხვადასხვა წლებში მუშაობდა  მოსკოვში, ფედერალურ  სამართალდამცავ სტრუქტურებში, აქვს სამხედრო წოდება – პოლკოვნიკი, 2014 -15 წლებში, სანამ პარტია ,,ედიანაია აბხაზიას“ პოლიტსაბჭოს მდივნად აირჩევდნენ,  მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, ჰყავს  შვილი.
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...

დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას-ჯუანშერ ბურჭულაძე

"დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას"  ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ...

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს – ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს -...