მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება'' - ფოთის საჭადრაკო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას...

,,სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება” – ფოთის საჭადრაკო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას სახელობისა აღარ არის

Published on

ქალაქ ფოთში, დღეს გახსნილ ჭადრაკის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც 11 წლის მანძილზე საერთაშორისო დიდოსტატის, ნანა ალექსანდრიას სახელობის იყო, წელს სახელი შეუცვალეს და "ფოთის საერთაშორისო ფესტივალი" დაარქვეს.
ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, დავით კოდუამ, ალექსანდრიას სახელის ამოღება ქალაქის სახელის წინ წამოწევის სურვილით ახსნა.
სახელის ცვლილებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სახელის გადარქმევას, ერთადერთი, პოლიტიკური მოტივი აქვს, რადგან ალექსანდრია, ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას დედაა.
ნანა ალექსანდრია 12 ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, ორჯერ მსოფლიო ვიცეჩემპიონი და სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.
,,სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება –  ნანა ალექსანდრიას იდეაა ამ ფესტივალის ჩატარება, ის არის მისი  ორგანიზატორი, სახე, სულის ჩამდგმელი! '' ასე აფასებენ  ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...