მთავარისიახლეებისაზოგადოებამერიამ ბათუმელები ბუტკებში ვერ შეიყვანა

მერიამ ბათუმელები ბუტკებში ვერ შეიყვანა

Published on

ბათუმში ე.წ. „ერმაკოვის ბუტკები“ აიღეს. გოგებაშვილის ქუჩა თავისუფალია.

ქალაქის მერიამ სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო. ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა.

არ არის ცნობილი,  ვინ გასცა ჯიხურების დემონტაჟის ბრძანება, რაც შეეხება, მათი დადგმის  გადაწყვეტილებას,  ბათუმის მერიას ეკუთვნის. 

შეგხსენებთ, რომ გუშინ დილით ბათუმელებს სანაპირო ზოლის გასწვრივ ნაცრისფერი კონსტრუქციებისგან აწყობილი 21 ჯიხური დახვდათ მერიამ  ცენტრალურ ნაწილში მათი განთავსება გარე მოვაჭრეებისთვის ლოკაციის შეცვლის აუცილებლობით ახსნა.   თუმცა ამ არგუმენტმა ვერ დააკმააყოფილა  ამგვარი ''აღმშენებლობით'' აღშფოთებული ადამიანები – მერიის სიურპრიზს, რომელსც პოლიტიკურმა ოპონენტებმა ,,ერმაკოვის ბუტკები'' უწოდეს, ბათუმშიც და დანარჩენ საქართველოშიც   პროტესტი მოჰყვა. 

 

 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...