მთავარისიახლეებისამართალირჩეულიშვილების ოჯახი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

რჩეულიშვილების ოჯახი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

Published on

 
გუკა რჩეულიშვილი დღეს 11:00 საათზე იყო დაბარებული თბილისის პროკურატურაში  მაგრამ აქამდე არ   გამოცხადებულა.  პროკურატურასთან არც მისი  ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი  გამოჩენილა. 
გუშინ გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია,  სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი და მასტან მასთან დაკავშირებას მშობლებიც ვერ ახერხებენ. 
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მას თბილისის პროკურატურაში 13:00 საათზე ელოდებიან.
 
ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს, რომლებიც  
გუშინ დააკავეს. დაკავებულთა  ადვოკატების თქმით, რომლებიც წუხელ, გვიანობამდე იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, მათი დაცვის ქვეშ მყოფებისათვის   ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას ედავება და შესაბამისად არანაირი ჩვენება არ მიუციათ.
 
არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ ”თეთრ მაგნოლიას” უკავშირდება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას დღეს გააკეთებს. 
ყველგან, ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცებ, რომ ”ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა, – აცხადებს  ”ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი – მისი  თქმით, კომპანიას დსრულებული აქვს ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, სადაც ფული გადაიხადეს, ხოლო მშენებლობები შეჩერებულია იქ, სადაც ფული გადახდილი არ არის. ”პროექტ ”მაგნოლიასთან” დაკავშირებულ საქმეში დევს უკმაყოფილება, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაია რჩეულიშვილისა  და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უკანონოდ მოხდა. ეს დაიწყო მათმა საქმიანმა პარტნიორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც მაშინ მთავარი პროკურორი იყო და რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.'' 
 
რჩეულიშვილი სახელმწიფოს მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ კომპანია ”ცენტრ-პოინტს” ლტოლვილთათვის ბინების აშენების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებელობა არ მიეცა და ”ტენდერებიდან მოხსნეს” და მოჰყავს ეს ფაქტი იმის მაგალითად, რომ  ხელისუფლება მათ განსხვავებული  პოლიტიკური შეხედულებისათვის  სჯის. 
 ”ცენტრ პოინტის” საქმის გამოძიება მეოთხე წელია მიმდინარეობს, რაღაც ეპიზოდებზე საქმე სასამართლოში იხილება, დანარჩენ ნაწილზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს, ამ ხნის განმავლობაში ადვოკატებს თუ ”ცენტრ პოინტის” თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამოძიებასთან და გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ამ პირების დაკავება აუცილებელი იყო. ან პროკურატურამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლოსგან წინასწარ დაკავების განჩინება მიეღო. პროკურატურა თუ დაიბარებდა, ერთიც, მეორეც და მესამეც უპრობლემოდ მივიდოდნენ. დანარჩენს დაველოდებით”, – აღნიშნავს  ადვოკატი ჭაბაშვილი. 
 
 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...