მთავარისიახლეებიკულტურაგანათლების სამინისტრო პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს შეცვლას გეგმავს

განათლების სამინისტრო პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს შეცვლას გეგმავს

Published on

 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლის სექტემბრისთვის პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა იგეგმება.
„მოგეხსენებათ, ახლახან დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც მონაწილეობა მასწავლებელთა ფართო საზოგადოებამ მიიღო. ახლა დავიწყებთ გრიფირების პროცესს. ეს ჩვენთან, სამწუხაროდ, ჩქარ რეჟიმშია, თუმცა ეს დაპირებაც მივეცი მასწავლებლებს, რომ სანამ  სახელმძღვანელოები მათთან მოხვდება, საშუალება ექნებათ ნახონ და ცვლილებები შეიტანონ მასში. მე პირობას გაძლევთ, რომ 2017 წლის სექტემბერში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ვინც მივა სკოლაში, მათ დახვდებათ თვისობრივად, შინაარსობრივად უფრო მაღალი რანგის და კლასის სახელმძღვანელო.
ყველა სახელმძღვანელო იცვლება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.  უცხო ენის სახელმძღვანელოები აქამდეც კარგი გვქონდა, იმიტომ რომ საერთაშორისო წყაროებიდან იყო. დიდწილად იგივე დარჩება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგებთან შეხვედრისას დაისვა მეშვიდე კლასში გაერთიანებული სახელმძღვანელოთი სწავლების საკითხი. როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს, სამი საგნის (ფიზიკა, ქიმია, ბილოგია) ერთად სწავლება, ვინაიდან ერთი საგნის სპეციალისტის ყველა საგანს ერთნაირად ვერ ასწავლის. ამასთან, ძალიან ცოტა დრო ეთმობა თითოეული საბუნებისმეტყველო საგნის სწავლებას.
კითხვას, შეიცვლება თუ არა მეშვიდე კლასის საბუნებისმეტყველო საგნის სახელმძღვანელო, მინისტრმა ასე უპასუხა:
„სამი საგანი გაერთიანებული ერთ სახელმძღვანელოში, აუცილებლად გადაიხედება. მე პირადად, საბუნებისმეტყველო მხრიდან მოვდივარ. მომავალი წლიდან ახალი სახელმძღვანელო ვერ გვექნება, მაგრამ ეს პროცესი მიდის, რომ  უნდა გაიყოს და სპეციალისტმა ასწავლოს თითოეული მიმართულება, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
 
წყარო : Sputnik საქართველო 

 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...