გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფოს მოქმედ პროგრამებზე ისაუბრეს.შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალში 6 ივლისს გამართული შეხვედრის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის საკითხი კიდევ ერთხელ მოითხოვა. მისივე ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე, ასევე უსაფრთხო გადაადგილებაზე და ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს.სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ლალი დევიძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, სადაც მისი თქმით, სოფლების უმეტესობაში გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების პროცესი დასრულებულია და ასვე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა წყალმომარაგების სისტემის მოგვარებაზე.გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე ასევე ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი თოდუამ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ერთ-ერთი მთავარი კი გალის სკოლებში განათლების საკითხია.
ზუგდიდში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
Published on