მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს

Published on

 აშშ-ის სახელმწიფო მდივან,ა ჯონ კერიმ მედიას წარუდგინა  ამერიკის ეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში  ადამიანის უფლებების მხრივ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.

საქართველოს შესახებ მოხსენებაში საუბარია  ბაჩანა ახალაიასა და მიხეილ სააკაშილის მიმართ წაყენებული ბრალის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტის, ასევე ე.წ. კაბელების საქმისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადაყენების,  ასევე უკანონო ფარული მოსმენებისშესახებ. ეს უკანასკნელი სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, რომელსაც ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციები მთწელი წლის მანძილზე ედავებიან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ “2012 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა 45 საშუალო და მაღალი რანგის ყოფილ თანამდებობის პირებს, რასაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს''.

სახელმწიფო დეპარამენტის მოხსენებაში შესულია ქობულეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაკლული ღორის თავის მეჩეთის კარზე ჩამოკიდების შემთხვევა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ჰომოფობიური გამონათქვემები.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქალების მიმართ ძალადობა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია პატიმართა სიკვდილიანობა. ასევე ხაზგასმულია, რომ გახშირდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სახით გირაოს გამოყენება და არ ხდება ყოველთვის პატიმრობის შეფარდება.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...