მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოში ყოველ მესამე ოჯახს არა აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად ...

საქართველოში ყოველ მესამე ოჯახს არა აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად და ძირითადად კარტოფილითა და ლობიოთი საზრდოობს

Published on

 ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამისა” და “ელკანას” მიერ მომზადებული კვლევის თანახმად , საქართველოში  ყოველ მესამე ოჯახს არა აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად. ოჯახების დიდი რაოდენობა  საკვებ პროდუქტებს დროდადრო კრედიტით ყიდულობს.

მოსახლეობა  ყველაზე ხშირად მიირთმევს შემწვარ კარტოფილს, ლობიოს და აჯაფსანდალს, ხორციანი კერძები კი შედარებით იშვიათია. დაბალი და საშუალო დონის მქონე რესპონდენტები ძირითადად ზეთით და ბოსტნეულით იკვებებიან. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის.
“საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და განიცდის ხორცეული და თევზეულის ნაკლებობას, რომელიც მდიდარია ცილებით, რკინით და A ვიტამინით.
მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს რკინით მდიდარ საკვებს, რომელსაც ძირითადად იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან. რკინით მდიდარი საკვების მოხმარება განსაკუთრებით დაბალია ქალებსა და ბავშვებში – მხოლოდ 33–34%,”.
 საქართველოს 10-17 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს, ბავშვები ჭამენ ნაკლებ ბოსტნეულს, ზეთს და ცხიმებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ვიდრე სრულწლოვნები. უფრო მეტიც, გამოკითხული ბავშვების შედარებით ნაკლები პროცენტული ოდენობა იღებს ხორცს, ფრინველის ხორცს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, კვერცხს და პარკოსნებს,  რაც აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მისი ფიზიკური და გონებრივი განვითრების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, კვების ასეთი რაციონი ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების განვითარების რისკს, რაც ბავშვებში განვითარებასა და ზრდაში ჩამორჩენით გამოიხატება.
“ კვების  მრავალფეროვნება ყველაზე დაბალია   პენსიონრებისა და დაბალშემოსავლიანი რესპონდენტების შემთხვევაში. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ ძირითადად ბურღულეულით და ბოსტნეულით იკვებება,” – ნათქვამია კვლევაში
კვლევაში გამოკითხული ოჯახების 58% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ვერ მიიღეს რომელიმე სახის სურსათი.
 კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს 575 ლარს და თითქმის ნახევარი  საკვებზე იხარჯება.
დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებზე  ხარჯავენ თავიანთი შემოსავლის 65%-ს, ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები – მხოლოდ 35%-ს.  
გამოკვლეული ოჯახების ნახევარზე მეტის ყოველთვიური ხარჯები გაიზარდა შარშანდელ წელთან შედარებით და უმეტესობის შემოსავალი იგივე დარჩა.  
კვლევა უჩვენებს, რომ თბილისის მოსახლეობის კვების მრავალფეროვნების დონე უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებში და სოფლებში მაცხოვრებლების.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამისა” და “ელკანას” ინიციატივით კვლევა გასულ წელს ჩატარდა და მისი შედეგები ახლა გახდა ცნობილი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში. 

სიახლეები

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...