მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის. ვიზიტის დეტალები არ...

თბილისში აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის. ვიზიტის დეტალები არ ხმაურდება

Published on

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის. მას სავარაუდოდ 6 ივლისს ელიან, თუმცა ვიზიტის დეტალები და დაზუსტებული დრო ჯერჯერობით არ ხმაურდება. როგორც საქართველოში აშშ–ს ელჩი იან კელი აცხადებს, ვიზიტი საქართველოში მალე შედგება, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ასეთი სახის ვიზიტები ცხადდება მხოლოდ ვაშინგტონიდან. 
 
„ ამ ეტაპზე მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველოს მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი  “- განაცხადა იან კელიმ. მისი თქმით, ჯონ კერი მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის დაგეგმვის კომისიის შეხვედრაში. 
 
ჯონ კერის ვიზიტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ საქართველოს მთავრობაშიც.  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯონ კერის ვიზიტი წინასწარ დაანონსებულია, თუმცა საბოლოო დეტალებზე  ვერ ისაუბრებს. „ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამ ვიზიტს. ეს  ნატო-ს სამიტის წინ ამერიკის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის  კიდევ ერთი დადასტურება იქნება"- განაცხადა პრემიერმა.
 
 ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის  მნიშვნელობაზე საუბრობენ თავდაცვის სამინისტროში, რომელიც  სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაზე გადასვლას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, სამხედრო თანამშრომლობის ახალი ეტაპი ახალი დოკუმენტითაც განმტკიცდება.  
 
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საპარლამენტო უმცირესობაშიც.  ოპოზიცია ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ ჯონ კერის ვიზიტისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯონ კერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, საუბრის ერთ-ერთი მთავრი თემა კი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება.   
 
 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...