მთავარისიახლეებიეკონომიკაფოთში 5 ათასი ადამიანის მიერ სამუშაოს დაკარგვის საშიშროება მოიხსნა

ფოთში 5 ათასი ადამიანის მიერ სამუშაოს დაკარგვის საშიშროება მოიხსნა

Published on

ფოთში  საკონტეინერო ტერმინალების თანამშრომელთა მიერ დღეისათვის დაანონსებული აქცია არ ჩატარდა.  
ბრიფინგზე, რომელიც  გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებმა გამართეს, ცნობილი გახდა, რომ აქციის სჭიროება მოიხსნა, რადგან სასამართლომ დააკმაყოფილა კონკურენციის სააგენტოს მიმართვა და შეაჩერა ფოთის პორტის გადაწყვეტილება, რომელიც პირველი ივლისიდან ძალაში უნდა შესულიყო და გულისხმობდა ნავსადგურის მიერ კონტეინერების ინტეგრირებულ მართვას. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ამოქმედდებოდა,   ფოთის საკონტეინერო ტერმინალები უფუნქციოდ, 5 ათასამდე ადამიანი კი უმუშევარი რჩებოდა და სწორედ ამის გაპროტესტება იგეგმებოდა კიდევ ერთხელ  დღეს.
„ეს ერთ-ერთი გამარჯვებაა, როდესაც ბიზნესი და დასაქმებული ადამიანები ერთად იღებენ გადაწყვეტილებას. მივიღეთ ლოგიკური გადაწყვეტილება, უმუშევრობა აღარ ემუქრება 5 ათას ადამიანს“-განაცხადა საქართველოს სატრანსპორტო პროფკავშირის პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ. 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...