მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 40 დღე გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 40 დღე გავიდა

Published on

40 დღე გავიდა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. დღეს  მ ის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი  ოჯახის წევრებთან ერთად საფლავთან შეკრებილმა მეგობრებმა, მოაქალაქეებმა, რომელტაჰან ბევრი შესაძლოა პირადად არ იცნობდა მას, მაგრამ თვლის, რომ იგი მთელსაქართველოს მოუკლეს. საფლავთან მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებიც, მათ შორის მინისტრი სოზარ სუბარი, რომელმაც ნედიისთვის გააკეთა განცხადება, რომ   ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ცდილობს საქმის გამოძიებას, რათა დამნაშავემ შესაბამისად აგოს პასუხი. “ სამწუხარო რეალობაა, რომ   ჩვენ პირდაპირ გავლენას ვერ ვახდენთ ამაზე , თუმცა საერთაშორისო ზეწოლით, ორმხირივი მოლაპარაკებებით საქმე მაინც არის აღძრული. დარწმუნებული ვარ მკვლელი აგებს პასუხს სამართლის წინაშე,“ – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყველაფერი გაკეთდება  იმისთვის, რომ ოთხოზორიებისოჯახმა ღირსეულად იცხოვროს.
შეაგხსენებთ, რომ  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, გიგა ოთხოზორია19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურის მოთხოვნა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ და მას მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...