მთავარისიახლეებიეკონომიკასახელმწიფო ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება

სახელმწიფო ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება

Published on

მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე  სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვა მიდინარეობს.

სხდომის  დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ,,ბიუჯეტის კორექტირება დაკავშირებულია რეგიონში არსებულ სერიოზულ კრიზისთან და განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში –  რუსეთსა და უკრაინაში შექმნილ რთულ ვითარებასთან. ‘’
რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ მოახდინა ბიუჯეტისკორექტირება. ეს ნორმალური პროცესია – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა.

სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით140 მილიონი ლარით მცირდება,

როგორც ფინანსთა მინისტრი განმარტავს, ცვლილებები   ეხება მიმდინარე ხარჯებს, ბიუჯეტის კორექტირება ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შეეხოთ.როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველაზე მეტი თანხა სწორედ დასახელებულ უწყებებს შეუმცირდათ.

 კაპიტალური და სოციალური ხარჯები არ შემცირებულა. "არანაირი კაპიტალური ხარჯები არ შემცირებულა, პირიქით, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლის განმავლობაში გავზარდოთ კაპიტალური ხარჯები. ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან და მათი თანხების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება სწორედ კაპიტალური ხარჯებისთვის, დამატებით იმ თანხებზე, რომლებიც ახლა გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტში და რომელსაც დღეს განვიხილავთ" – განაცხადა ხადურმა.

მისი განმარტებით, ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში  გათვლიწინებულია დამატებითი სახსრების გამოყოფა  თბილისსა და მის შემოგარენში, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის.

 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...