მთავარისიახლეებიპოლიტიკადასავლური პრესა: რუსული გავლენა საქართველოსთვის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია

დასავლური პრესა: რუსული გავლენა საქართველოსთვის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია

Published on

საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე დასავლური პრესაც წერს. მასშტაბურ დემონსტრაციებსა და სამართალდამცველების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის ფაქტს ვრცელი სტატიები მიუძღვნეს ისეთმა მსხვილმა გამოცემებმა და მედია ორგანიზაციებმა, როგორებიც CNN, BBC, Euronews, Reuters და Aljazeera-აა.

გამოცემებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ მოსახლეობა და პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილის დაკავებამ გააღიზიანა.

დასავლური მედია წერს, რომ რუსული გავლენა საქართველოსთვის ჯერ კიდევ რჩება პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხად. ყველა გამოცემა თავის მკითხველს სტატიებში განუმარტავს, რომ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე, თუმცა სისხლიანი ომი მოხდა რის შედეგადაც ახლა საქართველოს მიწების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, თბილისს კი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს. Euronews წერს, რომ საქართველო, რომელიც არის ენერგომატარებელი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...