მთავარისიახლეებიექსკლუზივიმიხეილ სააკაშვილის სადაგი დღეები უკრაინაში: სამუშაო კაბინეტი ტრასაზე დადგმულ კარავში, შესაძლო...

მიხეილ სააკაშვილის სადაგი დღეები უკრაინაში: სამუშაო კაბინეტი ტრასაზე დადგმულ კარავში, შესაძლო გადადგომა გუბერნატორის პოსტიდან და უკრაინაში მისი მოღვაწეობის შეფასებები პრეზიდენტ პოროშენკოსაგან

Published on

3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ კომენტარები გააკეთა ოდესის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილის ერთწლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით

,,როცა მიხეილი ოდესის საოლქო  ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა, აქ ძალიან მაღალი იყო სეპარატისტული განწყობების დონე და ავორიტეტული პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია – სწორედ ქართველს შეეტანა მეტი უკრაინა  ოდესის ოლქში, სავსებით გამართლებული იყო.  ის, რომ  2 მაისის მოვლენების  მეორე წლისთავზე სამართალდამცავებმა შეძლეს თავიდან აეცილეინათ პროვოკაციები, სისხლისღვრა და მსხვერპლი, რისთვისაც ემზადებოდნენ გარკვეული ძალები მე ეფექტური კოორდინაციის შედეგად მიმაჩნია. დიახ, იქ იყვნენ ძალოვნები, საზოგადოებრივი აქტივისტები და, პირველ ყოვლისა, პრეზიდენტი, მაგრამ იქ იყო სააკაშვილიც – განაცხადა პოროშენკომ.

 პრეზიდენტმა ისაუბრა აგრეთვე რამდენიმე წარმატებულ ინიციატივაზე, რომელიც ოდესის გუბერნატორის მხრიდან მოდიოდა.

სააკაშვილმა შემოგვთავაზა რამდენიმე ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც მე მივესალმე. მათ შორის იყო ინიციატივა  –  საბაჟოდან შემოსული თანხების ნაწილი გზების მშენებლობაზე მიმართულიყო.  მე პირადად ვთვლი, რომ ტრასა ოდესა- რენი  ძალიან  მნიშვნელოვანი ინიციატივაა, იგი საერთაშორისო მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რუმინეთისა და სხვა ქვეყნების კოლეგებთან  იმაში, რომ ეს იქნება ერთობლივი პროექტი, რომელშიც ჩაიდება ევროპული ფული. დღეს ეს გზა შენდება და აუცილებლად აშენდება ბოლომდე. – ხაზგასმით განაცხადა  პოროშენკომ.

მან აგრეთვე ისაუბრა სააკაშვილის მიერ ინიცირებულ სხვა მნიშვნელოვან  პროექტებზე, კერძოდ ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრზე, რომლის ეფექტიანობა დრითიდღე ძლიერდება, აგრეთვე სამხედრო- საზღვაო ფლოტის ბაზასთან დაკავშირებულ  პროექტებზე, რომლის განხორციელებაში კონკრეტული დავალებები მიხეილ სააკაშვილმა იკისრა.  გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმიტ, სააკაშვილს აქვს განსაზღვრული გადაწყვეტილებები და მიღწევები ოდესის , როგორც უკრაინის საკურორტო დედაქალაქის, როლის ამაღლების საქმეში. რაც შეეხება პრეტენზიებსსააკაშვილის მიმართ, ისინი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ამაღლებს მოტივაციას კიდევ უფრო უკეთ მუსაობისატვის – ასე შეაჯამა უკრაინის უმაღლესმა ხელისუფალმა  ოდესის გუბერნატორის ერთწლიანი საქმიანობის შედეგები.

ამასობაში კი მიხეილ სააკაშვილი დგამს  შოკისმომგვრელ ( უმრავლესობისთვის, თითქმის მთელი მოსახლეობისათვის  სასიხარულო, მოწინააღდეგეთათვის მიუღებელ)   ნაბიჯს და თავისი სამუშაო კაბინეტი დროებით გადააქვს ოდესა – რენის ტრასაზე, რათა პირადად გააკონტროლოს და დააჩქაროს მისი მშენებლობის ტემპები და ხელი შეუშალოს მათ, ვინც ხელოვნურად ქმნის პრობლემებს მის დასრულებაში.  

მისი ამ ნაბიჯის ეფექტსა  და რეზონანსს მოწმობს ამ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოზღვავება უკრაინულ (და არა მხოლოდ) მედიაში. ჟურნალისტები წერენ, რომ ოდესის გუბერნატორი უკმაყოფილოა ოდესა – რენის გზის სარემონტო სამუშაოების  ტემპებით  და იმისათვის, რომ პირადად მიადევნოს თვალი სამუსაოების ტემპებსადა ხარისხს გადწყვიტა სამუსაო კაბინეტი ტრასის 33 – ე კილომეტრზე, სოფელ მირნოეს გადასახვევთან გადაიტანოს. მედია აჭრელებულია ფოტოებით, რომელზედაც აღბეჭდილი მისი კარავი  წარწერით ,, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მიხეილსააკაშვილის დროებითი სამუშაო კაბინეტი ოდესა – რენის მშენებარე გზაზე. კარავთან ინტერვიუს მოლოდინში გამუდმებით ირევიან უკრაინელი და უცხოელი  ჟურნალისტები.

,, მთელი დღეა აქა ვარ, მაგრამ კიდევ მაქვს დანიშნული რამდენიმე შეხვედრა, რის შემდეგაც, საღამოსათვის, მივემგზავრები კიევში,  სადაც ამ თემებთან დაკავშირებული შეხვედრები მაქვს დაგეგმილი. უკან ხვალ საღამოს დავბრუნდები და ისევ აქ ვიჯდები, აქ დავრჩები იმდენ ხანს , რამდენიც დასჭირდება გზის მშენევბლობის დასრულებას, აუცილებელია თუნდაც ამ სფეროში დავამყაროთ წესრიგი – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ოდესის გუბერნატორი. სამუშაო კაბინეტის ტრასისპირა კარავში გადმოტანის მიზეზად  იგი ასახელებს ტრასის რემონტის არასაკმარის დაფინასებას და არადამაკმაყოფილებელ ტემპებს.

სოციალურ ქსელებში გუბერნატორის ამ ნაბიჯს აფასებენ როგორც გამოწვევას , რომელიც მან გაააკეთა დღემეხვალიე, ფუჭი დაპირებების გამცემი პოლიტიკოსებისა და მმართველებისადმი, რომელნიც არ ჩქარობენ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას – ,, ეს გაკვეთილია მათთვის, ვისაც გაუტკბა კაბინეტში ჯდომა და სულ უფრო ნაკლებად ფიქრობს ჩვენზე. ყოჩაღ მიშა!’’ ასეთია ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობის რეაქცია კარვის გაშლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერაც ცხელი ამბავია, გამოხმაურებამ უკვე გადააჭარბა რეკორდულ გამოხმაურებას, რომელიც  მოყვა მიხეილ სააკაშვილის წინამორბედ ინიციატივას, უკანონოდ შემოტანილი  და სასამართლოს წესით ჩამორთმეული ველოსიპედების არა ლიკვიდაციის, არამედ მოსახლეობისათვის უფასოდ დარიგების შესახებ. რასაკვირველია,  არის ნეგატიური გამოხმაურებებიც, რომელთა ავტორები პოპულიზმში ადანაშაულებენ მას, მაგრამ მათი ხმა იკარგება თავისი გუბერნატორით აღტაცებული ოდესელების ხმებში. 

უკრაინული მედია კი უკვე სულ უფრო ხშირად  სვამს კითხვას, რამდენ ხანს ეყოლებათ ოდესელებს გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილი.

საუბარია იმაზე, რომ თუკი იგი სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ ძალას, რომლის ფორმირებაზე დღეს ყოფილი უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე და პარტია ,, დემოკრატიული ალიანსის“ თავმჯდომარე  ვასილი გაცკო მუშაობენ, უკრაინის კანონმდებლობით ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვება მოუწევს.

,,ინტერფაქს- უკრაინას“ ცნობით, გუშინ გაცკომ და საყვარელიძემ გამართეს მრგავლი მაგიდის შეხვედრა, რომელზედაც განაცხადეს, რომ სწორედ ამ თვეში გეგმავენ განცხადების გაკეთებას ახალი პარტიის შექმნის შესახებ, ,,შესაძლოა ეს უახლოეს  1- 2 კვირაში მოხდეს’’ განაცხადა გაცკომ,  ხოლო საყვარელიძემ კითხვაზე, ჩაუდგება თუ არა პარტიას სათავეში მიხეილ სააკაშვილი, უპასუხა, რომ ეს საკითხი ღია რჩება.

,, რაც შეეხება სააკაშვილს… თუკი იგი  მიიღებს  გადაწყვეტილებას შექმნას და სათავეში ჩაუდგეს ახალ პარტიას, იგი მთელ თავის ძალებს მას მოახმარს. სანახევროდ ეს არ გამოვა. სამუშაო  და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც  ძალიან დიდია . უკრაინა ძალიან დიდია და ასევე დიდია ქვეყანაში დაგროვილი პოლიტიკური ენერგია, თან თითოეულ ადამიანს უნდა მიაწვდინო ხმა. – აღნიშნა დავით საყვარელიძემ. ამით მან მიანიშნა, რომ თუკი სააკაშვილი გადაწყვეტს სათავეში ჩაუდგეს ახალ პოლიტიკურ ძალას, იძულებული გახდება  უარი თქვას თავის ახლანდელ თანამდებობაზე – წერს უკრაინული მედია.

 

  

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...