მთავარისიახლეებიეკონომიკასოზარ სუბარი დღეს ზუგდიდში დევნილთათვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობის პროცესს გაეცნო

სოზარ სუბარი დღეს ზუგდიდში დევნილთათვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობის პროცესს გაეცნო

Published on

 ზუგდიდში მყოფმა განსახლებისა  და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს  ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა  დაათვალიერა.

„დაპირებისამებრ ვაგრძელებთ მშენებლობას. ეს იქნება შესახლების  მუდმივი ეტაპი, თავიდან გვქონდა 34 კორპუსზე გათვლა, თუმცა 20-მდე დავიყვანეთ, რადგან ქალაქდაგეგმარებამ მოითხოვა შემცირება“ – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში –  ამ ეტაპზე ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი  სახლის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მისი თქმით, ბარამიას ქუჩაზე სულ ოთხი 12- სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს. მშენებლობის მიმდინარეობას სუბართან ერთად მხარის გუბერნატორი და ზუგდიდის  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც გაეცნენ, მათ მოინახულეს აგრეთვე  მაც მოინახულეს ე. წ. ფაიფურის დასახლებაში, დემურიას ქუჩაზე არსებული შენობა, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ ამ შენობაში საცხოვრებელ ფართს  47 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ განახორციელებს

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...