მთავარისიახლეებისამართალიკორცხელის ინციდენტის 6 მონაწილეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

კორცხელის ინციდენტის 6 მონაწილეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

Published on

 ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში  ამ წუთებში დასრულდა მსჯელობა   კორცხელის დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს  შეფარდების საკითხზე. ექვსი ბრალდებულიდან ხუთს შეეფარდა გირაოს გადახდა  7 – 7 ათასი ლარის, ხოლო ერთს, სახელდობრ, ვლადიმერ გეგეშიძეს -10 ათასი ლარის ოდენობით. 

საქმე განიხილა მოსამართლე ნატრული აკობიამ.

ბრალდებულების ადვოკატის განცხდებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან არც თვითონ და არც  მისი დაცვის ქვეშ მყოფნი არ ეთანხმებიან მათთვის წაყენებულ სისხლის სამართლის კოდექსის 239 – ე მუხლს, რომელიც ხულიგნობას  გულისხმობს. 

შეგახსენებთ, შსს-მ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გიგაურს, კობა ტყეშელაშვილს, გიორგი გოგიძეს, ნოშრევან წურწუმიას და გრიგოლ ტყემალაძეს,  ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძესბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180 – დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 – დან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე. გეგეშიძის შემთხვევაში  მისთვის წაყენებული მუხლი უფრო მძიმეა – და გულისხმობს ხულიგნობას  წინასწარი შთანხმებით ჯგუფის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობოს აღმკვეთი სახვა პირის მიმართ ცადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც 4 – დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. თუმცა პროკურატურამ გაითვალისწინა მათი ნებაყოფლობითი გამოცხადება საამართალდამცავ ორგანოებში და    სასამრთლოს მიმართა ბრალდებული პირების მიმართ გირაოს შეფარდების შუამდგომლობით  

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...