მთავარისიახლეებიექსკლუზივიირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ანკი ბრუკერს-კნოლს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი თემები ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფოს ურთიერთობა საქართველოსთან დინამიურია და მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორის, ყველაზე აქტიურია ეკონომიკური და განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს. განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, რაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოვლინებად შეაფასა.
ანკი ბრუკერს-კნოლი 2013 წლიდან იკავებს ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტის თანამდებობას. იგი არის ჰოლანდიის "სახალხო პარტია – თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის" წევრი, ხოლო 1997-2003 წლებში გახლდათ ამავე პარტიის ვიცე-პრეზიდენტი. 2007 წლიდან დღემდე იგი ეროვნული სამართლის ექსპერტთა რწმუნებულთა საბჭოს წევრია.   

სიახლეები

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...