მთავარისიახლეებისპორტი,,ითამაშონ, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს არაღიარებული ქვეყნების არაღიარებული ჩემპიონატია და ბევრს...

,,ითამაშონ, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს არაღიარებული ქვეყნების არაღიარებული ჩემპიონატია და ბევრს არაფერს ნიშნავს” – მსოფლიო ჩემპიონატი სოხუმში

Published on

 საქართველოს მთავრობის რეაქცია აფხაზეთში  ConIFA -ს (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის) ეგიდით მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის საკითხზე , საკმაოდ მშვიდია – ასეც იყო მოსალოდნელი ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში გაკეთებული განცხადების შემდეგ სოხუმში  ConIFA-წარმომადგენლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით – ,,ითამაშონ, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს არაღიარებული ქვეყნების არაღიარებული ჩემპიონატია და ბევრს არაფერს ნიშნავს.'' – ნათქვამი იყო განცხადებაში.  

ეს განცხადება გაკეთდა   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი  აფხაზეთის ლეგიგტიმური მთავრობის მიმართვის პასუხად, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ,,საჭიროა მივმართოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა დიპლომატიური არხით გავავრცელოთ ინფორმაცია სოხუმში ჩემპიონატის ჩატარების მიმართ ჩვენი უარყოფითი პოზიციის შესახებ.

 კვლავ  უცნაური განცხადება გაკეთდა სამიოდ დღის წინათ  –  მასში სიტყვასიტყვით იყო ნათქვამი, რომ თუ ეს ფაქტი დადასტურდა,  საქართვდელო ადექვატურ რეაქციას დააფიქსირებს. და ეს მაშინ, როცა ამ დროისათვის სოხუმში ჩამოსული იყო ჩემპიონატის ყველა მონაწილე და მიდიოდა ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალის გენერალური ფრეპეტიცია ქალაქის მთავარ სტადიონზე.  ასეა თუ ისე, ჩემპიონატი აფხაზეთში უკვე ფაქტს წარმოადგენს, მსოფლიო ჩემპიონატი-2016 სოხუმის დინამოს სტადიონზე 28 მაისს, ღამით საზეიმოდ გაიხსნა. მას დე ფაქტო რესდპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც დაესწრო.

„ჩვენი ერი არის ჩვენი სული, რომელმაც შექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვერავინ შეძლებს ჩვენს იზოლირებას საერთაშორისო ურთიერთობებში. აფხაზეთი სტუმართმოყვარე და ღია ქვეყანაა. ყველას მშვიდობას და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა გახსნის ცერემონიალზე რაულ ხაჯიმბამ.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთში მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 12 გუნდი, მათ შორის  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების, ასირიის, რეციის, ნიცეს საგრაფოს, ფრანკონიის, ზანზიბარის, სომალილენდის, ჩრდილოეთ კვიპროსის და სხვა არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო გუნდები. ჩემპიონატის ფარგლებში , უკვე გაიმართა რამდენიმე საფეხბურთო მატჩი, გუშინ აფხაზეთის გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით 9:0 დაამარცხა   ჩაგოსის კუნძულების გუნდი ( ჩაგოსი  დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, მაგრამ მასზე პრეტენზიებს მავრიკია აცხადებს) .

 ჩემპიონატი სოხუმში 5 ივნისს ასევე საზეიმო ვითარებაში დაიხურება. 

ცნობისათვის : ConIFA  აცხადებს, რომ იგი აერთიანებს მსოფლიო სპორტისგან იზოლაციაში მყოფ არაღიარებულ ქვეყნებს, რეგიონებს, ერებს და უმცირესობებს; საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც არ შედიან FIFA-ს მფარველობის ქვეშ.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...