მთავარისიახლეებისაზოგადოებასაიას ზუგდიდის ოფისში რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა

საიას ზუგდიდის ოფისში რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა

Published on

საიას ზუგდიდის ოფისში დღეს ჟურნალისტებისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი იყო წინასაარჩევნო მონიტორინგზე, რომელსაც საია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება. საია ყველა იმ კანონდარღვევაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც გამოვლენილი იქნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინება-მოსყიდვით, პოლიტიკური ნიშნით დევნისა და სხვა მსგავსი შემთხვევებით.

საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდა,ასევე ისაუბრა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის კორცხელის შუალედურ არჩევნებზე და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს 22 მაისს 54-ე უბანზე მიმდინარე მოვლენების ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საიას იურისტებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...