მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია: წინა კოლეგიის ერთერთმა მოსამართლემ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ...

ნიკა გვარამია: წინა კოლეგიის ერთერთმა მოსამართლემ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ კოლეგიაზე ზეწოლა ხდებოდა და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით

Published on

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო. 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები,  რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა  და  დაინტერესების შემთხვევაში გამოძებას  მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას და დაეხმარება წყაროებთან დაკავშირებაში, რომელთაგანაც მას უკვე აქვს ნებართვა. რუსთავი 2-ის დირექტორის თქმით, წინა კოლეგიის ერთერთმა მოსამართლემ ერთ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო კოლეგიაზე და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით. გვარამიამ კოლეგიის აცილებაზე დააყენა შუამდგომლობა. მოსამართლეებმა კი განაცხადეს, რომ მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. 

სხდომა ტელეკომპანიის ადვოკატების მიერ გასაჩივრებული განჩინების განხილვით დაიწყო. ერთ-ერთი პირველი საკითხია  ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით არსებული საექსპერტო დასკვნის საქმიდან ამოღება. სამხარაულის ბიუროს მიერ შედგენილ ამ დასკვნაში შეფასებულია ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულება.

სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სამაუწყებლო კომპანიის სახეები იმყოფებიან. მათი მოთხოვნაა, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში არავინ ჩაერიოს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. 

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო განხილვა მან პროტესტის ნიშნად დატოვა, დღევანდელ პროცესზე დასწრებას აპირებს, რაც, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიულმა განცხადებებმა გადააწყვეტინა.

„ორკვირიან შუალედში ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ რუსთავი 2-თან მიმართებაში აგრესიული განცხადებები გააკეთა, ასევე ფაქტიური მმართველი ივანიშვილი ამ შუალედში აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ვარ და წამოვედი, რომ ამ პროცესს დავესწრო და ხელისუფლებას ხელი შევუშალო თავისი ბინძური განზრახვა სისრულეში მოიყვანოს,“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. საიას წარმომადგენლის თქმით, საქმის განხილვას ყურადღებით აკვირდებიან. 

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის პროცესს უმრავლესობაც ეხმაურება. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელიასასამართლოს საქმიანობაში ჩარევას გამორიცხავს.

„ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ თქვენ ხელში არავინ ჩაგიგდოთ და თავისუფლად და დამოუკიდებლად იმუშაოთ, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დაგპირდეთ იმას, რომ სასამართლოზე ზეწოლას და გავლენებს არავინ მოახდენს,“ – აცხადებს იგი.

დღეს ,,კურიერი''  სპეციალურ რეჟიმში მუშაობს.

 

 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...