მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაუქმდება თუ არა სტუდენტური თვითმმართველობები

გაუქმდება თუ არა სტუდენტური თვითმმართველობები

Published on

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლახან დასრულდა  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისა და სტუდენტების  შეხვედრა, რომელიც ფორმალურად  "განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეძრვნება, მაგრამ ფაქტობრივად სინამდვილეში უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობების გაუქმების საკითხზე მწვავე დისკუსიაში გადაიზარდა, დარბაზი დემონსტრატიულად დატოვა  უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელმა. განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს უკმაყოფილო სტუდენტების მწვავე კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა, თუმცა  შეხვედრა ისე დასრულდა, რომ მათ ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე – გაუქმდება თუ არა  სტუდენტური თვითმმართველობა და თუ არ გაუქმდება, რა სახით და რა წესით იმოქმედებს იგი. 

მინისტრის თქმით,  გარდამავალ პერიოდში, რომელიც დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება, შემუშავდება  თვითმმართველობების  მუშაობის დროებითი წესი და ამ წესს უკვე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა მიიღებს .

„თავიდანვე იყო პრინციპული შეთანხმება იმაზე, რომ, რადგან ჩვენ არ გვაქვს დღეს ჩამოყალიბებული საუკეთესო მოდელი და, რომელსაც მართლაც სჭირდება მსჯელობა, გადავიტანთ ყველაფერს გარდამავალ პერიოდში გარკვეული ფუნქციებით, გარკვეული თამაშის წესების დაწესებით და სამორატორიუმო პერიოდით. შესაბამისად, მოგვეცემოდა საშუალება, გვემსჯელა ამ მოდელებზე,“ – განმარტა თამარ სანიკიძემ. 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...