მთავარისიახლეებიპოლიტიკაოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში დღეს ოთხმხრივი შეხვედრა პირველად გაიმართება

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში დღეს ოთხმხრივი შეხვედრა პირველად გაიმართება

Published on

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარე ხურჩაში 19 მაისს მომხდარი მკვლელობის საქმეს დააყენებს.

სამინისტრო განმარტავს, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში არსებული მძიმე მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით და საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა."2016 წლის 23 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დააყენა 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხი და თანათავმჯდომარეებს სათანადო რეაგირებისაკენ მოუწოდა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მოითხოვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დაუყოვნებლივი აღდგენა და აღნიშნულ საკითხზე საგანგებო შეხვედრის მიმდინარე კვირაში ჩატარება. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ქმედითი ზომების აუცილებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესაქმნელად, რისი საჭიროებაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ დადასტურდა საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობის შედეგად."– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...