მთავარისიახლეებისაზოგადოება"ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს"- წმინდა...

“ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს”- წმინდა სინოდი

Published on

 საქართველოს საპატრიარქო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს წმინდა სინოდის განჩინების ოქმს, რომლის  თანახმად, დოკუმენტის „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების” ტექსტის ორი ადგილი ცვლილებას საჭიროებს. კერძოდ, ერთ-ერთი ცვლილება ეხება ერთსქესიანთა შორის ქორწინების საკითხს. დოკუმენტის – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” შესახებ სხდომაზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ისაუბრა. „მართლმადიდებლური ქორწინების” მე-10 მუხლში ვკითხულობთ: „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ”. იგი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას”, – ნათქვამია წმინდა სინოდის ოქმში.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...