მთავარისიახლეებიპოლიტიკაგალის შეხვედრაზე ქართული მხარე ხურჩაში ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს...

გალის შეხვედრაზე ქართული მხარე ხურჩაში ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს

Published on

გალში 27 მაისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრაზე ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურაჩში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა.უწყების ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა 24 მაისს თავის რუს კოლეგას გრიგორი კარასინს ტელეფონით დაუკავშირდა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი განიხილა. 

 

 

interpressnews.ge

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...