მთავარისიახლეებისაზოგადოებადამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი გარდა ზუგდიდისა, სხვა ქალაქებში ღონისძიებებით აღინიშნება

დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი გარდა ზუგდიდისა, სხვა ქალაქებში ღონისძიებებით აღინიშნება

Published on

 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი.მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მისულ მოსახლეობას მოძრაობის თეატრის პერფორმანსისა და პანტომიმის თეატრის მსვლელობის, ისტორიული ექსპონანტების გამოფენის, ქუჩის თეატრის პერფორმანსის, ”ბასტი ბუბუს” კონცერტის ნახვისა და სხვა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. 20:00 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. გალა-კონცერტი ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, გარდა ზუგდიდისა. ასევე ტრადიციულად 26 მაისს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყველა სახელმწიფო უწყების სტენდი განთავდება, სადაც სამინისტროები უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ. 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა გამოიფინება. 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...