მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია– "კვირა"–ს ექსკლუზივი

გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია– “კვირა”–ს ექსკლუზივი

Published on

„კვირას“ ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი დაკავებულია. „კვირა“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა. მინისტრის განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ მასაც აცნობეს, თუმცა ამ დროისთვის   ინფორმაციის სისწორე მოწმდება.„შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ინფორმაცია ახლოსაა სიმართლესთან. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირი დაკავებულია, მაგრამ მე ადგილზე არ ვყოფილვარ. რამდენად ასპროცენტიანია ეს ცნობა, ამის პირობას ვერ დავდებ. აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული, ბრალი ედება წინასწარ განზრახულ მკვლელობაში. ეს ინფორმაცია სანდრო წყაროდან მაქვს, მაგრამ უნდა გადამოწმდეს“, – განუცხადა „კვირას“ ზაქარეიშვილმა.„კვირა“ დამატებით დეტალებს ამოწმებს.29 წლის რაშიდ კანჯიოღლი რუსეთის მოქალაქე, ოკუპირებული ტყვარჩელის მკვიდრია.შეგახსენებთ, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...