მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხელისუფლების ვალია საქმე პანაშვიდამდე არ მიიყვანოს"- შალვა ნათელაშვილი ხურჩის მკვლელობაზე

“ხელისუფლების ვალია საქმე პანაშვიდამდე არ მიიყვანოს”- შალვა ნათელაშვილი ხურჩის მკვლელობაზე

Published on

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა.„ის ტყვია მთელს საქართველოს ესროლეს. სასტიკად უნდა დაისაჯოს არამარტო მკვლელი, არამედ თვითმარქვია თანამდებობის პირთა ის კორპუსი, რომელიც თარეშობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ახალ თაობას რომ ზრდის ქართველმოძულე და მანიაკალურ საფუძველზე. უნდა აღიძრას მათზე სისხლის სამართლის საქმეები, ინტერპოლით გამოცხადდეს ძებნა, ისევე როგორც აქ განლაგებული რუსეთის სამხედრო კონტიგენტის გენერლებსა და ოფიცრებზე, მათ დიპლომატებზე, უნდა განხორციელდეს სავიზო სანქციები, ეს არის სახელმიფოებრივი მიდგომა და არა მარტო ის, რომ მთავრობამ პანაშვიდებზე იაროს“, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს  ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული  საოკუპაციო რეჟიმის სამხედროებიდან ერთ-ერთმა ფიზიკური შეურაცხყოფისა და სროლის შედეგად  ადგილზე მოკლა.გიგა ოთხოზორიას 26 მაისს ზუგდიდში დაკრძალავენ

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...