მთავარისიახლეებიპოლიტიკალორთქიფანიძის პიჯაკისა და ქვეყნის ღირსების ფასი. პარლამენტის წევრები ,,ნაციონალური მოძრაობიდან'' ბოიკოტს აცხადებენ

ლორთქიფანიძის პიჯაკისა და ქვეყნის ღირსების ფასი. პარლამენტის წევრები ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ბოიკოტს აცხადებენ

Published on

კორცხელში   ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე, ოპოზიციონერ  დეპუტატებზე, ამომრჩევლებსა და მოსახლეობაზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე თავდასხმის ფაქტმა სათანადო რეაგირება ვერ პოვა  საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. უფრო მეტიც,ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმები ოღონდ ახლა უკიდურესად უცენზურო გამონათქვემების სახით გაგრძელდა  დღევანდელ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც იხილებოდა კორცხელის ინციდენტი, ასე უპასუხეს მათ  საპარლამენტო უმცირესობის მოწოდებას  ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ეთქვას უარი შერჩევით სამართალს , დაჩქარდეს კორცხელში განხორციელებული თავდასხმის  უშუალო მონაწილეებისა და ორგანიზატორების ბრალეულობის დროული დადგენა და  კანონის სიმკაცრით დასჯა.

დღევანდელმა სხდომამ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, რამდენიმე გამონაკლისი გარდ,ა აშკარად თუ ფარულად ეთანხმება თავის წევრს  – დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს, რომელმაც ჩვეული ოდიოზური განცხადება გააკეთა მედიასთან კორცხელის მოვლენების კომენტირებისას.  "დაგვიანებული დასჯა კი არაა, დაგვიანებული არის გალახვა მაგათი, ამიტომაც დროზე უნდა გალახულიყვნენ, დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. რაც შეეხება დასჯას, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი, რომ დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა , თორემ ისე საცემები არიან. საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც გალახა ბოკერია და ა.შ."- განაცხადა მან. 

მიხედავად იმისა, რომ ნიშნიანიძის ამ და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლების შეულამაზებელ თუ შელამაზებულ, მაგრამ არსით მსგავს  განცხადებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და თვით მათი ,,არანაციონალი" კოლეგების, კერძოდ , მმართველი გუნდიდან ცოტა ხნის წინ გამოყოფილი რესპუბლიკელების მხრიდან, დღეს დარბაზში ნიშნიანიძის  სულისკვეთება ტრიალებდა. 

ამ ატმოსფეროში ,,ჩაიკარგა'' რესპუბლიკელების წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებაც: ."ჩვენ გვაინტერესებს სასამართლოს დამოკიდებულება, თუ კი უმრავლესობის დეპუტატისთვის პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. მე მაქვს კითხვა 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების, ფეხქვეშ გაგება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად, ისჯება თუ არ ისჯება. ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა და საერთოდ იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი პატივისცემას. არ მინდა სიტყვა სპორტსმენი ვიხმარო იმ ჯალათების მიმართ, არანაირი სპორტსმენები არ არიან ისინი".

ასეთ პირობებში ცოტა ვინმეს თუ შეიძლება აღეძრას   კითხვა, რამდენად სწორი ნაბიჯია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება, როგორც პროტესტი ხელისუფლებისა და მისი მორჩილი  საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური ნება უარი თქვას შერჩევით სამართალზე და  ხელს აფარებს დამნაშავეებს. 

 

სიახლეები

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. განცხადების თანახმად,...