მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების 6 საათიანი დაკითხვა - შსს-ს არავინ დაუკავებია

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების 6 საათიანი დაკითხვა – შსს-ს არავინ დაუკავებია

Published on

გვიან ღამით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო კორცხელის საარჩევნო უბანთან ჩხუბში მონაწილე სამმა სპორტსმენმა. მათი გამოკითხვა უწყებაში თითქმის 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.მანამდე სამინისტრო სამმა სპორტსმენმა დატოვა, რომელთა გამოკითხვაც დახლოებით სამ საათს მიმდინარეობდა. ისინი უწყებაში, როგორ შესვლამდე განაცხადეს, საკუთარი ნებით მივიდნენ. სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ კი, არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია კომენტარი.ჟურნალისტებთან მხოლოდ სპორტსმენების ადვოკატმა ისაუბრა. ზურაბ ბელთაძის თქმით, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ ცემის მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.„სპორტსმენები იყვნენ თავიანთი ნებით გამოცხადებულები. განაცხადეს ის, რაც მათთვის ცნობილია ამ ფაქტის ირგვლივ. გამოძიება დაწყებულია ცემის ფაქტთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ზურაბ ბელთაძემ.

რუსთავი2

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...