მთავარისიახლეებისაზოგადოებახურჩის მკვლელობის პროტესტი და მიმართვა ხელისუფლებას ოჯახის დასახმარებლად

ხურჩის მკვლელობის პროტესტი და მიმართვა ხელისუფლებას ოჯახის დასახმარებლად

Published on

აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის ინიციატივით ცენტრალურ ბულვარში ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნის პატივსაცემად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პლაკატებით წრე შეკრეს, რომელსაც ეწერა „რუსეთი მკვლელია“, მკვლელი დაისაჯოს.მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ამავე სკოლის პედაგოგია, პედაგოგების განმარტებით ოჯახს მატერიალურად უჭირს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოთხოზორიას ხსოვნას.აქციას შეუერთდნენ გიგა ოთხოზორიას ოჯახის ახლობლები და  ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ–დან ანი წითლიძე. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დანაშაულის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებაზე. 19 მაისს ხურჩაში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული  საოკუპაციო რეჟიმის სამხედროებიდან ერთ–ერთმა ფიზიკური შეურაცხყოფისა და სროლის შედეგად 30 წლის გიგა ოთხოზორია ადგილზე მოკლა.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...