მთავარისიახლეებიპოლიტიკაჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე ადასტურებს, რომ კორცხელში მომხდარი დაპირისპირებისას...

ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე ადასტურებს, რომ კორცხელში მომხდარი დაპირისპირებისას ადგილზე იმყოფებოდა

Published on

ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე ადასტურებს, რომ კორცხელში მომხდარი დაპირისპირებისას ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ჩხუბში მონაწილეობას უარყოფს. როგორც იანტბელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორცხალში ჩავიდა როგორც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ინციდენტში კი ”გამშველებლის ფუნქცია” ჰქონდა. ”ჩავედი იმიტომ, რომ ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ. ჩემი გულიდან გამომდინარე ჩავედი და დავფიქსირდი. ჩემი მეგობრები არიან სპორტსმენები და მიდიოდნენ იქ. ისე მოხდა, რომ იმ გზაზე ვიყავი და ერთად ჩავედით. ის რომ, მე მივიღე მონაწილეობა ჩხუბში, ამას ვერავინ იტყვის… ის რომ დავიწყო არიქა და ვაშველებდი-თქო, მერე იტყვიან თავს იმართლებსო. ყველაფერია გადაღებული და ნახეთ, რა როლს ვასრულებდი. ის, რომ მე მონაწილეობას ვიღებდი და ვინმეზე ძალა ვიხმარე, არასწორი ინფორმაციაა”, – განუცხადა ჟურნალისტებს იანტბელიძემ. მისივე თქმით, გმობს ძალადობას და ცუდი ფაქტი მოხდა, რომელსაც მისი მეგობრებიც ხვდებიან. ”ვგმობ ძალადობას. ძალადობა არ შეიძლება. ჩემი მეგობრები თვითონაც ხვდებიან, რომ ცუდი ფაქტი მოხდა”, – აღნიშნა იანტბელიძემ. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი სპორტსმენის ვინაობას ასახელებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაპირისპირებაში მონაწილეობდა ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე. 

interpressnews.ge

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...