მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორცხელში ზონდერ - სპორტსმენების მიერ ნაცემ არასრუწლოვან ლექსო ლაშხიას ოთხსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

კორცხელში ზონდერ – სპორტსმენების მიერ ნაცემ არასრუწლოვან ლექსო ლაშხიას ოთხსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

Published on

გუშინ ქუთაისის რეგინალურ კლინიკურ საავადმყოფოში ოთხსაათიანი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა  არასრულწლოვან ლექსო ლაშხიას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავდა – იგი თავის ახლო ნათესავთან, კორცხელში ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის ვარადებულ ლაშხიას  ასევე არასრულწლოვან  შვილთან ერთად სცემეს საარჩევნო უბნის გარეპერიმეტრზე ,,ქართული ოცნების'' მიერ მობილიზებულმა მოთარეშეებმა.  როგორც ვიუწყებოდით ისინი  მთელ სოფელს მოედვნენ და არ დაინდეს სკოლიდან შინ მიმავალი ბავშვებიც.  საჭირო გახდა ნაცემი ბავშვების დაუყოვნებლივ გადაყვანა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ლექსო ლაშხიას  ექიმებმა  ცხვირის ძგიდის, თვალბუდის ქვედა კიდის ხაზოვანი მოტეხილობა დაუდგინეს.  მშობლების გადაწყვეტილეით გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის აუცილელობის გამოიგი იმავე დღეს იქნა გადაყვანილი ქუთაისში. როგორც ბავშვის ახლობლები ამბობენ, ოპერაციამ, მიუხედავად ტრავმის უკიდურესად მძიმე ხასიათისა, ექიმების დიდი ძალისხმევით წარმატებით ჩაიარა, თუმცა მოხსნილი არ არის არის პოსტოპერაციული  გართულების საშიშროებაც. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...